ფიშერი: საქართველოს სურს EU-ში გაწევრიანება, ამავე დროს მასზე ავრცელებს დეზინფორმაციას

მე გერმანიას წარმოვადგენ, ჩვენ საქართველოს დიდი ხნის მეგობრები ვართ და ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავე დროს უხეშად აკრიტიკებს ევროკავშირს, მის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, მე ვიტყოდი დეზინფორმაციას. თუ გინდა, შეუერთდე ევროკავშირის მსგავს ორგანიზაციას, მის შესახებ ასე ცუდად ლაპარაკი კარგი აზრი არ არის.

კითხვა მაქვს ტელეკომპანია იმედთან - რატომ თქვა გუშინ, რომ "მე ვაძლევ ინსტრუქციებს რადიკალურ ოპოზიციას?" რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რადგან ეს ყალბია. მე ვიწვევ იმედს, დაამტკიცოს, რომ ინსტრუქციებს ვაძლევ ოპოზიციას.

თქვა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, რომელიც ბათუმში მზია ამაღლობელის პროცესს ესწრება.