თქვენ უნდა შეწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდად ლაპარაკი, მტკიცება, რომ ევროკავშირი თქვენი მტერია, მაშინ, როდესაც ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. ეს გრძელდება ყოველდღე. ყოველდღე. ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, მესმის, რომ რაღაც სახის საშიში აგენტი ვარ. მე აქ ჩამოვედი, როგორც მეგობარი და პარტნიორი. თქვენ თქვით, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს [სოციალურ-ეკონომიკურ] განვითარებას - ეს არის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული, ეს არიან გერმანელი ავტობუსის მძღოლები, გერმანელი ექთნები, ჩემნაირი გერმანელი საჯარო მოხელეები. ჩვენ ყველა ვიხდით ჩვენი გადასახადის ნაწილს საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, როგორ უნდა დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას - ეს ყველაფერი უკვე წერია. ყველამ იცის და, რა თქმა უნდა, იცის თქვენმა მთავრობამ.
იცის, რადგან ერთ-ერთი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ასევე გავცემთ ბევრ სტიპენდიას და საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სტიპენდიით. მათ განათლება იურიდიულ და სხვა დარგებში გერმანიაში აქვთ მიღებული. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. ძველი რეკლამის მსგავსად, უბრალოდ გააკეთე ეს. მაგრამ თუ არ გააკეთებ, მაშინ - მშვიდობით, საქართველო. ევროკავშირი შენთვის აღარ იქნება
განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMG-ის გადაცემაში საქმიანი დილი.