ფიშერი: გერმანიის საგარეო მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილე

ფიშერი: გერმანიის საგარეო მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილე

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად განიხილა.

"მე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ. მან მთხოვა, გავაგრძელო გერმანიის სახელით კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით", - წერს პიტერ ფიშერი X-ზე.

10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გმობენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას.

მანამდე, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები თავს დაესხნენ ქართული ოცნების თბილისის შტაბს.