
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი, X-ზე წერს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 2025 წლის 15 თებერვალს აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
გერმანელი დიპლომატის განცხადება დასრულებულია პოსკრიპტუმით, სადაც ის კიდევ ერთხელ უარყოფს მოსაზრებას „deep state“-ის გავლენაზე ევროკავშირში, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს.
"მე კვლავ უარვყოფ ცრუ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც – რაც, სხვათა შორის, გამოგონილია – deep state ევროკავშირზე გავლენას ახდენს," – წერს პეტერ ფიშერი.