
ფედერალურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსულტაციებისთვის გამომიძახა. ეს არის ოფიციალური დიპლომატიური ნაბიჯი, რათა გამოიხატოს უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების მიმართ, რამაც კრიზისი გამოიწვია გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში, ასევე პროტესტი საქართველოს მთავრობისა და "ქართული ოცნების" მხრიდან გერმანიის, ევროკავშირისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ მიმართული მუდმივი დეზინფორმაციისა და წაქეზების გამო.
განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა გერმანიის მთავრობის მიერ მისი კონსულტაციებისთვის გაწვევის შემდეგ.