ფინეთის მთავრობა გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ფინეთის მთავრობა გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ფინეთის მთავრობა გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს. ეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა თქვა და განმარტა, რომ ინიციატივის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვა არ შეეხებათ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს და რუსებს, რომლებსაც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ.

"რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილება" - თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.