ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას სამხედრო ტექნიკის 25-ე პაკეტს გადასცემს.
პაკეტის ღირებულება 118 მილიონი ევროა.
„უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენები კვლავ მძიმეა. დაპირებას ვასრულებთ, ფინეთი მატერიალურ დახმარებას გააგრძელებს. ჩვენი გზავნილი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის ის, რომ არ უნდა დავნებდეთ“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
დეპარტამენტის ცნობით, ჯამში ფინეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვითი სამხედრო მასალა მიაწოდა.