ფემიციდის მორიგი შემთხვევა კასპში - სოფელ ხანდაკში დააკავეს 76 წლის კაცი, რომელსაც ბრალად 65 წლის ცოლის მკვლელობა ედება. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ცივი იარაღი ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.