თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რკინიგზის 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.
მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.