![მშვენიერაძე: პროცესი, რომელიც საზ.მაუს გარეთ უწყევტად მიმდინარეობს სტაბილური, შინაარსიანია](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0121d8a5-0726-45e9-96eb-6ea6abef2cf5.png)
პარტია ფედერალისტებმა იუსტიციის სახლში პარტიის დაფუძნებაზე განაცხადი მეორედ შეიტანა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დაფუძნების პირველი განაცხადი რეესტრმა გაუგებარი, აბსურდული ტექნიკური მიზეზებით დაახარვეზა.
ჩერგოლიშვილის ცნობით, პარტიამ ტექნიკურად ქართული ოცნების ანალოგიური წესდება დაარეგისტრირა და მისივე თქმით, "ვნახოთ, ქართული ოცნების წესდებას დახარვეზებს თუ არა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი".
„უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი ფედერალისტებმა პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს და ახლა ხერხი ვიხმარეთ, ავდექით, გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება. ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, იდეოლოგიური სხვაობებია მხოლოდ და ვნახოთ, ქართული ოცნების წესდებას დახარვეზებს თუ არა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი. ვადა აქვს ერთი თვე.
ჩვენს მხადამჭერებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა, უბრალოდ ეს იქნება ტესტი, უკვე ღრმა რუსეთი ვართ, თუ არ ვართ", - თქვა ჩერგოლეიშვილმა მედიასთან.
***
9 თებერვალს, ფედერალისტებმა სადამფუძნებლო ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრები და ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. პარტიის ცნობით, ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო.