ფაშინიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო

წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.

თქვა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. [სინქრონული თარგმანი]