თბილისში, ფაბრიკას შენობიდან თანამშრომლები და მომხმარებლები გაიყვანეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, 112-ში შენობაში ასაფრთქებელი მოწყობილობის შესახებ განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები უცნობია.