
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს ვლადიმირ პუტინთან "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა."
იგი ასევე წერს, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები ევროპული სახელმწიფოს ლიდერებსაც გაუზიარა.
"ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. დიდი პროგრესი იქნა მიღწეული! ამის შემდეგ მე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ნაწილს მივაწოდე ინფორმაცია. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ჩვენ ამისკენ მომდევნო დღეებსა და კვირებში ვიმუშავებთ", - წერს ტრამპი.
უიტკოფი მოსკოვში დღეს ჩავიდა, მაშინ როცა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ვადა – რუსეთისთვის უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე – მალე იწურება.