რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას "ღალატი" უწოდა, ასევე "დარტყმა რუსეთზე". ამის შესახებ მას მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
ევგენი პრიგოჟინი ე.წ. ტროლების ქარხნის შემქმნელია. გარდა ამისა, მან კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი დააფუძნა. მიიჩნეოდა, რომ პრიგოჟინი პუტინის ახლო გარემოცვის წევრი იყო.
თავის სატელევიზიო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარი 1917 წლის მოვლენებს შეადარა და პირობა დადო, რომ ყველა მონაწილე დაისჯება.
პუტინმა პირობა დადო, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, "გარდაუვალ სასჯელი ექნებათ". პუტინმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება "იმათი განეიტრალების შესახებ, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".
"დონის როსტოვში ვითარების დასასტაბილურებლად გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული. ის რჩება რთული - ფაქტობრივად, სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა დაბლოკილია", - განაცხადა პუტინმა.