რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის "არანაირი ინტერესი არ აქვს". მისივე თქმით, ის ალიანსის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული.
ასე გამოეხმაურა პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთი უკრაინასთან გამარჯვების შემთხვევაში NATO-ს ქვეყნებს თავს დაესხმება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ამას "სრული სისულელე" უწოდა.
"ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის", - ამბობს პუტინი.
მისივე თქმით, ეს არის ბაიდენის მცდელობა, რუსეთის მიმართ აშშ-ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს.
"რუსეთს NATO-ს ქვეყნებთან საბრძოლველად არ აქვს არანაირი მიზეზი, არანაირი ინტერესი - არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო", - თქვა პუტინმა.