ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით კენჭისყრას აპირებს, ამ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად კი კრემლში სამხედროებთან შეხვედრა დაგეგმეს, ისევე როგორც 2017 წელს, პუტინს დღესაც სთხოვეს პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. რამდენიმე საათით ადრე კი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებით უკრაინის ქალაქებს უტევდნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემამ 19-დან 14 რაკეტა მოიგერია.