პუტინი: სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ მათი შედეგები უნდა გვესმოდეს

პუტინი: სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ მათი შედეგები უნდა გვესმოდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს არ უნდა შეეშინდეს დასავლეთის ახალი სანქციების მუქარის, თუმცა აუცილებელია შესაძლო შედეგების გაანალიზება და მზადყოფნა. ამის შესახებ მან ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„შიში არ შეიძლება. ვისაც ეშინია, ის თავიდანვე მარცხდება“, — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ უნდა აშინებდეს სანქციები, მნიშვნელოვანია ზუსტად ესმოდეს, რა შეიძლება მოჰყვეს მსგავს ნაბიჯებს: „უნდა გავითვალისწინოთ, რა შეიძლება მოხდეს და მზად ვიყოთ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც ჩვენი მომავალი ოპონენტების მხრიდან შეიძლება განხორციელდეს“.