
რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო მედია TASS კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვას მოსახლეობას "დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე" მიულოცა.
"ქართველი და მოლდოველი ხალხისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
TASS-ის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა "დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე" ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებსაც მიულოცა.
ასევე, მან მიულოცა დსთ-ის ქვეყნების ლიდერებს, კერძოდ: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ისრაელის ლიდერებს.