რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, "საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვა კი იდენტობას კარგავს".
"ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, დღეს ამ ფორმატში არ მუშაობს. საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და იმ შედეგებით, რაც ავანტიურის შემდეგ წარმოიშვა", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინის თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, პუტინი აღნიშნავს, რომ ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია.
"მოლდოვა, პრაქტიკულად, საკუთარ იდენტობას კარგავს. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან და თავს რუმინელებს უწოდებენ. ეს მათი არჩევანია", - აღნიშნა მან.