
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე სატელეფონო საუბარი, რომელიც 2 საათზე მეტი გაგრძელდა, დასრულდა.
პუტინმა აშშ-ის ლიდერთან საუბარი სასარგებლოდ შეაფასა და მადლობა გადაუხადა მას ომში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის.
მან ასევე დასძინა, რომ კრემლიც ომის მშვიდობიანად გადაჭრას უჭერს მხარს.
"პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის. საუბარია იმ მოლაპარაკებების განახლებაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ 2022 წელს შეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ჩემი მხრივ, აღვნიშნე, რომ რუსეთიც მხარს უჭერს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ სწრაფვის ყველაზე ეფექტური გზები", - თქვა პუტინმა.