რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ექმნება წარმოდგენა, რომ უკრაინას "უცხოპლანეტელები" მართავენ. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც უკრაინის მხრიდან დანაკარგებზე ისაუბრა.
"ხანდახან მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ვინც უკრაინას მართავენ, თითქოს უცხოპლანეტელები არიან ან უცხოელები... არ ფიქრობენ უბრალოდ [ხალხზე]", - თქვა პუტინმა, რომელმაც 2022 უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
პუტინის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები "კოლოსალურია".