შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში, ერთი ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, ფაქტზე დაკავებულია 1973 წელს დაბადებული უცხოეთის მოქალაქე.
"დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს განცხადებაში.