პროკურატურამ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე პატრულსა და ბაიკერს მომხდარი ავარიის საქმეზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.
უწყების ცნობით, პოლიციელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობილია, რომ დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა, რომელიც მომხდარის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა.