პროკურატურა: თელავის მუნიციპალიტეტში ბრმა ტყვიით კაცის დაჭრის საქმეზე 1 პოლიციელი დააკავეს

პროკურატურა: თელავის მუნიციპალიტეტში ბრმა ტყვიით კაცის დაჭრის საქმეზე 1 პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, 65 წლამდე ასაკის კაცი ბრმა ტყვიით დაჭრის საქმეზე 1 პოლიციელი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულმა ..-მ დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში, პირადი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტი სუფრასთან მოხდა, როდესაც, არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, ბრმა ტყვია კი ადგილზე მყოფ კაცს თავის არეში მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ადგილი არ ჰქონია კონფლიქტს ან რაიმე სახის დაპირისპირებას.