პროკურატურა ბაჩიაშვილს ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება

პროკურატურა ბაჩიაშვილს ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. ამის შესახებ ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდა.

პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონ ლარს ითხოვს. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ მისთვის პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოითხოვა.

ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 2-3 კვირაა, მის მანქანას პოლიციის მანქანები დაჰყვებიან და უთვალთვალებენ.

დღეს, 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.