სამცხე-ჯავახეთის ნაწილი ზამთარს წელსაც მოუმზადებელი ხვდება. ერთ-ერთია ახალქალაქის სოფელი დადეში, სადაც არაერთი დაპირების მიუხედავად, ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ შეუყვანიათ. მოსახლეობას მკაცრი ზამთრის გადატანა ძვირად ნაყიდი შეშით უწევს. სოფელში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ბუნებრივ აირთან ერთად, არ აქვთ სასმელი წყალი, სკოლა და საბავშვო ბაღი.