სალომე ზურაბიშვილს მეორე ვადით პრეზიდენტობის სურვილი აქვს და როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი მზადაა მას ამ სურვილის ასრულებაში დაეხმაროს. ასეთ სცენარს კატეგორიულად გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომლისთვისაც ადრე ზურაბიშვილი პრინციპული არჩევანი იყო, დღეს კი მის წინააღმდეგ შავ კამპანიას აგორებს, თუმცა ეს პრეზიდენტს არ აშინებს, რადგან, როგორც ვარაუდობს, ოცნებას პარლამენტში გადამწყვეტი ხმა ვერ ექნება და შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალ რეალობაში აღმოვჩნდებით.