რას ერჩის ქვეყანას - სალომე ზურაბიშვილის დასმულმა შეკითხვამ და ოლიგარქის დებატებში გამოწვევამ ქართული ოცნება გააღიზიანა. მმართველი პარტია დღეს სალომე ზურაბიშვილის დამცირებას ცდილობდა ივანიშვილის ქების ფონზე. პრეზიდენტის გამოსვლა მწვავე იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ზურაბიშვილმა ივანიშვილი ღიად დაადანაშაულა კურსიდან გადახვევაში, ქვეყნის იზოლაციასა და დასუსტებაში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილი ტელეგადაცემებში ისევ არ ჩანს, მხოლოდ ორჯერ გამოვიდა პარტიულ ღონისძიებებზე, სადაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა.