საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მსჯავრდებულს, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალს მსჯავრდებულს.