ქართული ოცნების წარმოდგენა, სახელწოდებით იმპიჩმენტი დასრულდა. ზურაბიშვილი თანამდებობაზე დარჩა, ხელისუფლებამ კი ის ამიერიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტად გამოაცხადა. იმპიჩმენტისთვის 86 მოგროვდა, საჭირო 100 ხმის ნაცვლად. ქართული ოცნების ლიდერებმა არაერთხელ გადალახეს ზრდილობის ფარგლები და დარბაზში მჯდომ ზურაბიშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ. სხდომაზე შესულ პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდგნენ, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. კობახიძემ პროკურატურაც ახსენა, რაც ერთგვარ მუქარად იქნა აღქმული. ზურაბიშვილს პირდაპირ არც ამჯერად უხსენებია ბიძინა ივანიშვილი.