სალომე ზურაბიშვილის ბოლო პოლიტიკური გაზაფხული და ბოლო მიმართვა პარლამენტს, სადაც პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ ღიად პირველად გააკრიტიკა; სალომე ზურაბიშვილის მწვავე გამოსვლა, ზუსტად ასახავდა ოლიგარქის მმართველობის ფორმას და იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, პრეზიდენტის მიმართვას თითქოს არ ისმენდა, მათივე რეაქციებიდან გასაგები იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებმა სამიზნე ზუსტად იპოვა. მათ შორის მომავალი პრემიერი, ირაკლი კობახიძე, რომლისაც პრეზიდენტმა, ტრიბუნიდან საგანგებოდ მიმართა და რომელიც მის გამოსვლას ჯერ კიდევ დეპუტატის სტატუსით, დარბაზში უსმენდა.