საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილსა და მაკრონს შორის შეხვედრა საფრანგეთში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ ქვეყნის ლიდერები.