მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ მოისურვეთ, დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, მოღვაწეობს უცხოეთში, დროულად თვითონ გამოიჩინონ სურვილი, რომ დაიბრუნონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა.
ეს სურვილი თქვენგან ნიშნავს, რომ ინარჩუნებთ კავშირს ქვეყანასთან. ნიშნავს, რომ რაც არ უნდა წარმატებული იყო, გინდა, რომ ატარო საქართველოს დროშა და იყო საქართველოს წარმომადგენელი. ამისთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში განაცხადა, სადაც UFC-ის გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.