ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.
პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით.