პრეზიდენტი: საპროტესტო მოძრაობა ითხოვს ევროპული მომავლის დაბრუნებას, ხელახალ არჩევნებს

ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, იმიტომ რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა და დამიბრუნე ჩემი მომავალი, ჩემი ევროპული მომავალი, რაც მთავარია და მოთხოვნა დგას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. [...]

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გაჩერდება, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. [სინქრონული თარგმანი]