გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო.
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.