პრეზიდენტი: მზადდება მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

ოფშორების კანონი არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.

ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და რითაც შეიძლებოდა, ოცნებას თავი მოეწონებინა ამით, მაგრამ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო ფონდში დაგეგმილ ცვლილებებზე.