პრეზიდენტი: მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ მანიპულაციაში არ შევალ

უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო, გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი სრულიად წარმოუდგენელი, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, დაანებეთ თავი ცივილიზებულს, სახელმწიფოში პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მოღალატე საკუთარი ჯარის წინაშე, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე, ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ აი, მოდით ახლა, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგნით რაღაცები ჩაწერეთ, დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები, ან უცხოელები, ან აქაური NGO-ები დაგიწერენ, წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არც ერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან აქვს ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს.

განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე. კობახიძემ დღეს თქვა, რომ მათთვის "მთავარია მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის ვეტო უნდა დაწერონ".