ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება, ეს ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს.
თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული დღეს. გიყურებთ, გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალებში, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდ, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, უაღრესად მშვიდობიანად
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში.