პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:

• ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;

• ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;

• პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;

• მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;

• პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;

• ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;

• ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;

• ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;

• შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.