ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ მიუღია.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.
"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას, მის კომპეტენციაშია ამ კონსტიტუციის მიხედვით საგარეო კურსის განსაზღვრა და მოქმედება ამ კურსის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის კონსტიტუციის უპატივცემულობა", - თქვა მდინარაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ის ამჟამად ბერლინში იმყოფება, სადაც გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.