ხელისუფლებამ თავის მხრივ, აჩვენა დაბნეულობა, აჩვენა, რომ არ აქვს ხალხის წინაშე და ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა აღარ აქვს, ანუ, ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეულები ვართ, ვიცით, რომ ერთხელ უკვე ეს რუსული კანონის გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ აღარ იქნება, არასდროს აღარ შემოვიტანთო, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ისევე დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად, თვითონაც არ სჭირდებოდათ, არავის სჭირდებოდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ, არც შიგნით და არც გარეთ არავის ვემორჩილებით და აგერ პასუხი საზოგადოების.
მანიპულაციაა, როცა ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ, რომ რაღაცა დიალოგი, რაღაცა ცვლილებები და მეორე ხელით, რაც ახლაც გავიგეთ პრემიერის სიტყვებით, ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება სრულიად უდანაშაულო ადამიანების, ვერავის ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც კონსპირაციებს აწყობენ, თვითონაც არ გჯერათ. შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. მე მცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან, ვიღაცებისგან, რომელსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ უკვე დაშინებულები არიან თვითონ. ეს არის სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა.
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.