ევროპული კავშირის არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არისა ადგილი, სადაც დაცულია, თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, სოციალური ცხოვრება, მისი სიბერე - მისი ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსით და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის.
არც ერთი ომის პარტია არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ მისი დაარსების დღიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია - რომელსაც დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.