84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთ სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. პრეზიდენტი აქციას ონლაინ ჩაერთო.