ხელისუფლება სულ უფრო აღრმავებს კონფრონტაციას. ღარიბაშვილის მთელი გამოსვლა დაპირისპირებასა და სიძულვილზე იყო აგებული. ისმოდა ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამები. ანგარიშსწორების ობიექტი გახდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი. ამასთან, ღარიბაშვილს დახვდნენ მაისურზე წარწერით - რაც გინდათ, ის დაუძახეთ. ეს ივანიშვილის ცნობილი სიტყვებია მისივე პრემიერის შესახებ.