პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ შოვში სტიქიის შედეგად და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მთავრობა ერთდჯერადად, 20 000 ლარს გადასცემს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, გურიაში მოქალაქეებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაუზიანდათ, მთავრობა ახალ ბინებს ან თანხას გადასცემს, მათ შესაძენად.
"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, სტიქიას, ამიტომ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასის ოდენობით. გურიაში, ძალიან ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა ან ვისი სახლიც არის გამოუსადეგარი, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.