პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პორტუგალიამ უკრაინას Leopard 2-ის 3 საბრძოლო ტანკი გადასცა.
"პორტუგალიის მხრიდან დაპირებული Leopard 2-ის ტანკები უკვე უკრაინაშია. პორტუგალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო შემოჭრას", - ნათქვამია განცხადებაში.
14 თებერვალს, რამშტეინის ფორმატში ახალი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ 8 სახელმწიფო თანამშრომლობს, რათა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები მიაწოდონ. ეს ქვეყენებია: გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, კანადა, ესპანეთი, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია.
დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ ბრიტანული Challenger 2-ის ტანკები უკვე უკრაინაშია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საბრძოლო ტანკების მიწოდება სატანკო კოალიციის სხვა ქვეყენბიდანაც მოსალოდნელია.