პოლონური მედია: 41 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება

პოლონური მედია: 41 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება

პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი კაცი საქართველოში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილ 35 წლის კაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა.

ცნობისთვის, მკვლელობა 21 ნოემბერს მოხდა. პოლონური მედია წერდა, რომ მკვლელობა საცხოვრებელ ბინაში მოხდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქირაობდნენ - ქალის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

პოლონური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბინაში შესვლის შემდეგ მათ ნიღბიანი კაცი დაინახეს, რომელიც ადგილიდან მიიმალა. მათი ცნობით, სავარაუდო ბრალდებული ქართულად ლაპარაკობდა.