პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00-ზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან - ვერც ერთმა 50%-ზე მეტი ვერ მოიპოვა.

მეორე ტურში ერთმანეთს პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის პარტიის (სამოქალაქო პლატფორმა) ლიდერი რაფალ ტრჟასკოვსკი და ნაციონალისტი ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი უპირისპირდებიან.

პირველი ტურის შედეგებით, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა, კაროლ ნავროცკი - 29.1%-ით, მეორეზე.

პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც არჩევნების მეორე ტურში მეტ ხმას დააგროვებს.

პოლონეთის პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს, თუმცა მას შეუძლია დაადოს ვეტო მთავრობის ინიციატივებს. დონალდ ტუსკის კოალიციას პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.