პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთში 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ დააკავა სამი ქართველი, რომლებიც 19 წლის გოგოს გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

მათივე ინფორმაციით, 1 დეკემბერს საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა.

5 საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სამი, 38, 37 და 33 წლის ქართველი დააკავა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ახალგაზრდა გოგო თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს თავისი სახლიდან და ქალაქ სკიერნიევიცეში წაიყვანეს. პოლიციამ გოგონა სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვირუსოვის რაიონში იპოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულები მომდევნო სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ. მათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით ემუქრებათ.